ჩვენ ვართ საქართველოს მასშტაბით არსებული შემოქმედებითი სივრცეების, ჰაბების და კლასტერების თანამშრომლობითი ქსელი, რომელიც შემოქმედებითი ეკოსისტემის გასაძლიერებლად შეიქმნა 2023 წელს. Გვამოძრავებს დამოუკიდებელი და საზოგადოებაზე ორიენტირებული ღირებულებები
ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მოსახლეობას მიტოვებული ტერიტორიების აღორძინებაში, მათ გარდაქმნაში დინამიურ კულტურულ ცენტრებად. ჩვენ ერთად ვცვლით უბნებს, ვავითარებთ შემოქმედებითობას და ხელს ვუწყობთ სოციალურ ინკლუზიას, კულტურულ მრავალფეროვნებას და მდგრად განვითარებას. ალიანსი ზრუნავს შემოქმედებითი სექტორის განვითარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.